ხაშურში 2 ადამიანი დაჭრეს

ხაშურის ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბს 2 ადამიანის დაჭრა მოყვა.

არსებული ინფორმაციით, შელაპარაკება ორ სხვადასხვა სუფრის წევრებს შორის მოხდა.დაჭრილები ხაშურის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის ინფორმაციით, ორივეს ჭრილობები ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული, ერთის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმე იყო. მას მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა და შინაგანი ორგანოების დაზიანება აღენიშნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 117-ე მუხლით არის აღძრული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები