ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს – პოლიციამ 1 პირი დააკავა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გრემში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. “კვირას” ინფორმაციით,  მამაკაცს  ცივი იარაღით ჭრილობები თანასოფლელმა მიაყენა.

დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ თელავის საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც მას  სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

როგორც “კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, პოლიციამ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი უკვე დააკავა.  გამოძიება 117-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები