აჭარაში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 29 პაციენტი გამოჯანმრთელდა
აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 33 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 29 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. განკურნებულთა საერთო რაოდენობა კი 36 110-ს შეადგენს.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კლინიკა დატოვა 16-მა პაციენტმა. მათივე ცნობით, მკურნალობის ეტაპზე მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემების თანახმად, კლინიკაში მკურნალობს 180 პაციენტი, კოვიდსასტუმროში 65, ონლაინკლინიკაში კი 149.