USAID/Zrda-ს მხარდაჭერით ეთნოგრაფიულ მუზეუმში ორი ახალი სივრცე მოეწყო
სერგი მაკალათიას სახელობის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა USAID საქართველოს მისიის დირექტორს პიტერვიბლერს და ისრაელის ელჩს რან გიდორს უმასპინძლა. ამის შესახებ “კვირას” გორის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მუზეუმი, სადაც USAID/Zrda–ს ფინანსური მხარდაჭერით ვიზიტორებისთვის ორი ახალი სივრცე მოეწყო, სტუმრებმა გორის მუნიციპალიტეტის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნუგზარ სამხარაძესთან ერთად დაათვალიერეს.
მუზუმში USAID/Zrda-ს მხარდაჭერით აღდგენილ იქნა მუზეუმის უნიკალური ნუმიზმატიკური კოლექცია და კეთილმოეწყო საგანმანათლებლო სივრცე.
გარდა ეთნოგრაფიული მუზეუმისა, USAID/Zrda–ს მიერ მიერ გორის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურით აღიჭურვა ნიკო ლომოურის სახელობის მემორიალური მუზეუმიც.
მუზეუმების განვითარების მიზნით, გორის მერიამ გრანტი 2020 წელს USAID-ის ზრდაპროექტის მიერ გამოცხადებულ საგრანტოკონკურსში მოიპოვა.
„ეს არაა პირველი გრანტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტმა USAID-ის ზრდა პროექტის მხარდაჭერით მოიპოვა. აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით ქვეშში რეაბილიტირდა საბავშვო ბაღის შენობა, ციცაგიაანთკარში კი მიმდინარეობს სასმელიწყლის სისტემის მოწყობა. კიდევ ერთხელ დიდ მადლობა USAID-ის ზრდა პროექტს ასეთი მხარდაჭერისთვის და ახალი შესაძლებლობებისთვის.“ – აცხადებს გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.