ხობში ზვიად გამსახურდიას სახელობის მუზეუმში მემორიალი ყვავილებით შეამკეს
31 მარტი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა.
ამ დღესთან დაკავშირებით, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და მერის მოადგილემ მახარე ჩოკორაიამ, მერიისა და საკრებულოს სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ძველი ხიბულის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზვიად გამსახურდიას სახელობის მემორიალური მუზეუმში, სადაც საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა, ზვიად გამსახურდიამ, სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა, სანთლები დაანთეს და გარდაცვალების ადგილი ყვავილებით შეამკეს. ასევე ყვავილებით შეამკეს საჯიჯოას ადმინისტრაციულ ერთეულში, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლის და ხობის მუნიციპალიტეტის პირველი პრეფექტის, თენგიზ ქაჯაიას საფლავი და მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
ძველ ხიბულაში მემორიალური მუზეუმის რეაბილიტაცია 2019-20 წლებში ფონდმა ,,ქართუმ“ განახორციელა. ფონდის დაფინანსებით მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ტაძრის მშენებლობა და სკვერის მოწყობა მიმდინარეობს.