ონში ზვიად გამსახურდიას სახელობის ქუჩა გაიხსნა
ქალაქ ონში მდინარე რიონის მიმდებარედ, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის ქუჩა გაიხსნა.
ონის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით ქ. ონში, ირინე სხირტლაძის ქუჩას (მდ. ჭალულის ხიდიდან მდ. რიონზე ხიდის ჩათვლით მონაკვეთი) საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდა.
„სიმბოლურია იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის საიუბილეო 30-ე წლისთავზე და ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის სახელობის ქუჩის გახსნა, რადგან 1991 წელს , ზვიად გამსახურდიას ძალისხმევით მიწისძვრით დაზარალებულ ონის მუნიციპალიტეტში აღმშენებლობა დაიწყო და იმ პერიოდში პრეზიდენტის რაჭაში სტუმრობამ სასოწარკვეთილ ადგილობრივ მოსახლეობას იმედი ჩაუსახ“, – განაცხადა ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ.
ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ზვიად გამსახურდიას პიროვნების შესახებ და ქართველი ერის ისტორიაში რეფერენდუმის დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ღონისძიება ანსამბლის „რაჭა“ შესრულებული მრავალჟამიერით დასრულდა.
საზეიმო გახსნას სახელმწიფო რწმუნებულის- გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი მაქარაშვილი, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ქრისტინა კობახიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ქალაქ ონის მოსახლეობა ესწრებოდა- აცხადებენ მერიაში.