სროლა ზუგდიდში – სიძემ სიმამრის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნა

ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე პოლიციის შენობის მიმდებარედ ავტომობილის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი წარსულში არსებული უთანხმოებაა, რის გამოც ყოფილმა სიძემ სიმამრის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. სავარაუდო დამნაშავე ადგილიდან მიიმალა.

ადგილზე მობილიზებულია სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები