„ნამახვანჰესის“ პროექტის საკითხზე ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი ექსპერტებს ხვდებიან
„ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრა მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით იმართება და მას ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრები მართავენ. აუდიენციას ენერგეტიკოსები, ეკოლოგები, ჰიდროლოგები და გეოლოგები ესწრებიან.
ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ საზოგადოების ჩართულობის გარეშე ასეთი დიდი პროექტის განხორციელება რთულია.
როგორც მინისტრი ამბობს, სწორი სამეცნიერო აზრი მნიშვნელოვანია და კომპანიასთან მიაღწიეს შეთანხმებას, რომ კვლევის დასრულებამდე კაშხალი არ აშენდება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ექსპერტებს სთხოვა წარმოადგინონ, თუ სად ხედავენ რისკებს და აპრილის ბოლოს მსგავს ფორმატში კვლავ შეიკრიბონ.