შუახევის მერიაში მრჩეველთა საბჭომ საფინანსო საქმიანობები განიხილა
შუახევში, მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე და მერის მოადგილე რუსუდან შავაძე ესწრებოდნენ.
სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის:მოისმინეს 2021 წლის პირველ კვარტალში გაწეული საფინანსო საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ანზორ ცეცხლაძემ წარმოადგინა.
მიმდინარე წლის პრიორიტეტებით გათვალისწინებული პროგრამების საპროექტო და სატენდერო სამუშაოების მიმდინარეობაზე ისაუბრეს ეკონომიკის, დარგობრივი და ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსმა ალი კეკელიძემ და შესყიდვების სამსახურის უფროსმა ომარ აბუსელიძემ.
სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ სხდომის მონაწილეებს, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს დებულებაში შეტანილი ცვლილებები, საბჭოს წევრების უფლებამოსილებები და 2021 წლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.
სხდომა აქტიური კითხვა-პასუხისა და დიალოგის რეჟიმში წარიმართა. ხელმძღვანელმა პირებმა უპასუხეს საბჭოს წევრების შეკითხვებს. განიხილეს ასევე სხვა შემხვედრი საკითხებიც.