რა სამედიცინო პროგრამებს სთავაზობს ამბროლაურის მერია თანამოქალაქეებს

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სამედიცინო პროგრამა ხორციელდება. ინფორმაციას ადგილობრივი მერია ავრცელებს.

როგორც ცაგერის მერიაში განმარტავენ,
პროგრამა ძირითადად იმ სამედიცინო მომსახურების დაფინანსებას უზრუნველყოფს, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არ ფინანსდება.
“პროგრამა სამედიცინო მომსახურების შემდეგ ქვეპროგრამებს მოიცავს:
ხანგრძლივად მოავადე პაციენტთა სამედიცინო მომსახურების ქვეპროგრამა (მედიკამენტური მკურნალობა), რომლის ფარგლებშიც ეპილეფსიით, პარკინსონით, გლაუკომით, ფსორიაზით, პოლიათროზით, პოლიართრიტით, კუნთოვანი დისტროფიით, კრონის, ვილსონის, სისხლის ქრონიკული დაავადებებით, მიასთენიით, ციროზით, ინსულტით, შაქრიანი დიაბეტით, ფარისებრი ჯირკვლით გამოწვეული დაავადებებით, ბრონქული ასთმით, ფილტვის ქრონიკული ობეტრუქციული დაავადებით ხანგრძლივად მოავადე პირებს შეუძლიათ ისარგებლონ. გათვალისწინებულია ონკოლოგიური/სიმსივნური დაავადების მქონე პაციენტთა დაფინანსების/თანადაფინანსების ქვეპროგრამა, რომლით მოსარგებლეა ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტი, რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული ოპერაცია, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია, ჰორმონოთერაპია, მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კვლევები და სხვა. ასევე ,ამბულატორიულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის ფარგლებშიც სრულად ან ნაწილობრივ დაფინანსდება შემდეგი მომსახურეობა: კომპიუტერული ტომოგრაფია; მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია; კორონაროგრაფია/ანგიოგრაფია; ელასტოგრაფია; დოპლეროგრაფია.ქირურგიული ოპერაციის საჭიროების მქონე პაციენტთა თანადაფინანსების ქვეპროგრამა, რომლით მოსარგებლეა მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პირი (150 000-მდე სოციალური ქულა), რომელსაც ავადობის დიაგნოზით ესაჭიროება ქირურგიული მკურნალობა.
გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის მიმართოთ მერიის სოციალურ და ჯანდაცვის სამსახურს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები