Wizzair ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენებს აღადგენს

Wizzair ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს აღადგენს. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, პირველ ეტაპზე რეგულარული სამგზავრო რეისების განხორციელება იგეგმება 4 მიმართულებით, ესენია: ათენი, ვარშავა, ვილნიუსი და ლარნაკა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, რეგულარული ფრენების აღდგენის პირველი ეტაპი აპრილიდან დაიწყება.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადების მიხედვით, “ვიზეარს” ოპერირების ნებართვა მიენიჭა ყველა მოთხოვნილ საჰაერო ხაზზე (აბუ დაბი, ბერლინი, ბუდაპეშტი, ვენა, ვროცლავი, გდანსკი, დორტმუნდი, კატოვიცე, კრაკოვი, მემინგენი, მილანი, პრაღა, ტალინი, სალონიკი, პოზნანი, რიგა, რომი). მათივე განმარტებით, აღნიშნულ მიმართულებებზე რეგულარული რეისების დაწყება/განახლება დამოკიდებული იქნება ავიაკომპანიის გადაწყვეტილებაზე – დანიშნულების ქვეყნებში დაწესებული სასაზღვრო და სანიტარული შეზღუდვების გათვალისწინებით.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ამბობენ, რომ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოების მიერ პერიოდულად იცვლება სასაზღვრო შეზღუდვები და სანიტარული მოთხოვნები, რაც ავიაკომპანიების გადაწყვეტილებებზე ამა თუ იმ მიმართულებით საჰაერო მიმოსვლის დაწყების ან გაგრძელების კუთხით აისახება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები