ცაგერში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი კვლავ მზარდია

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 15 დაინფიცირებულია, ყველა მათგანი ცაგერის მუნიციპალიტეტს უკავშირდება
დღს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 შემთხვევიდან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 15 დადასტურდა-ინფოტრმაცია საქართველოს მტავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტთა განცხადებით ბოლო 24 საათის განმავლობაში ონში , ამბროლაურსა და ლენტეხში არცერთი შემთხვევაა, დადასტურებული შემთღხვევები მხოლოდ ცაგერის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.

“ცაგერში დაინფიცირებულთა რიცხვი კვლავ მზარდია, ამჯერად 15 ახალი შემთხვევაა, დაინფიცირებულთა შორის არიან საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლის წარმომადგენლები. ამიტომ, ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით ცაგერის N1 და N2, ასევე ქვედა ცაგერის საბავშვო ბაღებმა მუშაობა დროებით, შეაჩერეს, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა მე-5 საჯარო სკოლა“,-განაცხადა „რეგიონულ კვირასთან“ ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 616-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 281.761-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 273.167 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 268), გარდაიცვალა – 3.778 (ბოლო 24 საათში – 5), კარანტინის რეჟიმშია 270, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.674 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 261 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები