კორონავირუსის 616 შემთხვევიდან 58 იმერეთში დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის შემთხვევები გაიზარდა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 58 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 790, საიდანაც: 1 674 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთში – 277.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 331 პირი, მათ შორის იმერეთში -70.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 65 პირი მათგან იმერეთში – 7. 261 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 193 – თბილისში, 59 – აჭარაში.
2 855 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ბოლო 24 საათში ვურუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა.