ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 17-ით გაიზარდა

ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ ვებგვერდზე Stopcov.ge გაავრცელა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 616 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 319 შემთხვევა, აჭარა – 50, იმერეთი – 58, ქვემო ქართლი – 17, შიდა ქართლი – 35, გურია – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 61, კახეთი – 25, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 15”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები