“დაგეგმილია სტიქიის შედეგად დაზიანებული კედლის რეაბილიტაცია”-ბორჯომის მერია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მასშტაბით საყრდენი კედლების რეაბილიტაცია იგეგმება. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბორჯომის მერიიდან აცნობეს.

“საყრდენი კედლები მოეწყობა რაზმაძის ქუჩის N25-ში და სოფელ ჭობისხევში სკოლის მიმდებარედ. ასევე დაგეგმილია აღმაშენებლის ქუჩაზე სტიქიის შედეგად დაზიანებული კედლის რეაბილიტაცია”,-წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, სამუშაოების განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 596 000 ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები