აქცია ახალციხეში – მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა
ქალაქ ახალციხეში, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯის “ ექიმებმა უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარეს.
აქცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის შენობაში გაიმართა, სადაც ადგილობრივებმა ოფთალმოლოგის უფასო კონსულტაციით ისარგებლეს.
აქციის მიზანი იყო პაციენტების დროული გამოვლენა და შესაბამისი სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა.
ცნობისთვის, ექიმი-ოფთალმოლოგების უფასო კონსულტაცია სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო.