ბესო ამირანაშვილი – “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ერთწლიანი იჯარით გაცემის საკითხები განვიხილეთ”

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ონლაინ შეხვედრა გაიმართა რეგიონში არსებული საზაფხულო საძოვრების რაციონალურად განკარგვის თაობაზე. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

“შეხვედრაზე განხილულ იქნა, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების (საძოვრების) ერთწლიანი იჯარით გაცემის საკითხი.
ონლაინ შეხვედრას ესწრებოდნენ: სახელმწიფო რწმუნებული და რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და სამინისტროს წარმომადგენლები, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სურსათის ეროვნული სააგენტოს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი, ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების მერები და მერიის შესაბამისი თანამშრომლები, ფერმერთა ასოციაციისა და მეცხვარეთა ასოციაციის წარმომადგენლები და საკითხით დაინტერესებული ფერმერები.
მიმდინარე წელს სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში საპილოტედ მოხდება, საზაფხულო საძოვრების სეზონურად გაიჯარების პრაქტიკის დანერგვა, რაც ხელს შეუწყობს მეცხოველეობით დაინტერესებულ ფერმერთა საქმიანობასა და სახელმწიფო ქონების რაციონალურად განკარგვას”,-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები