ხობში, სოფელ საჭოჭუოში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საჭოჭუოში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
“პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტბეტონის საფარი. სამუშაოებს შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოებზე დასაქმებულია 12 ადგილობრივი.
მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია მერის მოადგილეებთან ვარაზ გაბედავასთან და მახარე ჩოკორაიასთან ერთად გაეცნო.
ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის საერთო ღირებულება 513 299 ლარია, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. გზის რეაბილიტაცია აპრილში დასრულდება”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები