ცაგერში რამდენიმე საჯარო სკოლა ხვალიდან ონლაინ რეჟიმში იმუშავებს

ცაგერის მუნიციპალიტეტში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, რამდენიმე საჯარო სკოლა 31 მარტიდან სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადადის-ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ ცაგერის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გურგუჩიანმა აცნობა. მისივე განმარტებით, გადაწყვეტილება სამხარეო, ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტების და რესურსცენტრის თანხმობით იქნა მიიღებული.

”დღეს ცაგერის საჯარო სკოლის უფროსკლასელს კორონა ინფექცია დაუდასტურდა, დიდი რისკია იმ სკოლებშიც, რომელთა პედაგოგებს თუ მოსწავლეებს ახლო შეხება აქვთ დაინფიცირებულებთან, ამიტომ, პრევენციის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ხვალიდან, 31 მარტიდან ქალაქ ცაგერის, ქვედა ცაგერის,ლასურიაშის,ბარდნალისა და ჩხუტელის საჯარო სკოლები გადავიდეს სწავლების ონლაინ რეჟიმზე“,-განაცხადა თეა გურგუჩიანმა.
ინფორმაციას საკლასო ოთახებში სწავლის შეწყვეტისა და დისტანციურ რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებითთ, საჯარო სკოლები ინფორმაციას საკუთარ ოფიციალურ გვერდებზეც აქვეყნებენ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები