აჭარის მთავრობა ბულვარის ისტორიულ-კულტურულ საზღვრებში, ახალ სამშენებლო პროექტებზე მორატორიუმის გამოცხადების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

ბულვარის ისტორიულ-კულტურულ საზღვრებში, ახალ სამშენებლო პროექტებზე მორატორიუმი ცხადდება. აღნიშნულის შესახებ განცხადება აჭარის მთავრობის სხდომის დაწყებისას თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა.

მისი თქმით ბულვარის განაშენიანების გეგმის საბოლოო დამტკიცებამდე, ძველი ბულვარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრებში, ყველა სამშენებლო პროექტზე მორატორიუმი გამოცხადდება.

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილებით წერტილს დაუსვამენ ნებისმიერ შემდგომ სპეკულაციებს და კითხვებს ბათუმის ბულვართან დაკავშირებით.

„ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ კულტურული ძეგლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით წესით დამტკიცებამდე გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ ახალ სამშენებლო პროექტზე. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ბათუმის ბულვარი სამართავად კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, უსწრაფესად გადაეცეს ბათუმის მერიას. ეს ერთხელ და სამუდამოდ პასუხს გასცემს იმ კითხვებს, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ბათუმელებში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე, ძალიან კარგად ვიცით თუ რა კონკრეტული ობიექტი რომელ დროს გასხვისდა და რა დროს არის კონკრეტული ვალდებულებები აღებული“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები