სოფელ საქობოში გზის რეაბილიტაცია დასრულდა
სოფელ საქობოს მე-2 ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, როგორც მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი აცხადებს, სოფელ საქობოში გზის ამ მონაკვეთზე ასფალტის საფარი არასოდეს ყოფილა. 527 გრძივი მეტრი საგზაო ინფრასტრუქტურასთან ერთად, გზის ორივე მხარეს მოწესრიგდა სანიაღვრე არხი და გადასასვლელი ხიდ-ბოგირები. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 254 923.61 ლარი შეადგინა.