სიახლეები სკოლამდელ განათლებაში-ონლაინ შეხვედრას ონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ

საქართველოს განათლებისა დამეცნიერების სამინისტროსა და ილიას უნივერსიტეტის ინიციატივის ფარგლებში ადგილობრივი მუნიციპალიტეტების იმ წარმომადგენლებთან, რომლებიც კოორდინაციას უწევენ მუნიციპალიტეტში სკოლამდელ განათლებას და დასაქმებულები არიან ამ სფეროში ონლაინ შეხვედრა გაიმართა.ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს. მათი განმარტებით,
შეხვედრას, სხვა მუნიციპალიტეტებთან ერთად, ონის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა, სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის განათლების მიმართულების უფროსი სპეციალისტი ლამარა გამყრელიძე, ა(ა)იპ ონის მუნიციპალიტეტის ბაგა- ბაღის აღმზრდელ-პედაგოგი დარეჯან გავაშელი, ფსიქოლოგი ლედი ჭუმბაშვილი, ლოგოპედი ნათია შერაზადიშვილი და 4-5 წლიანთა ასაკობრივი ჯგუფის აღმზრდელი ქეთინო ყავლაშვილი ესწრებოდნენ..
დამსწრეთა შეკითხვებს როგორც პრაქტიკული, ასევე მეთოდური მიმართულებით, ამომწურავი პასუხები გასცეს განათლების სამინისტროსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა-აცხადებენ მერიაში.

ცნობისთვის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, მოამზადა მეთოდური სახელმძღვანელოები 2-დან 5 წლამდე და შერეული ასაკობრივი ჯგუფებისათვის – „ადრეული განათლების კურიკულუმი, თამაში“ – და ასევე წიგნი – „რჩევები 6 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებისათვის“ და მუშაობს აღნიშნული საგანმანათლებლო რესურსების დანერგვაზე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები