შუახევის მერიაში სამუშაო თათბირზე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს

შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ომარ ტაკიძემ, მერიის სამსახურის უფროსებთან სამუშაო თათბირი გამართა. თათბირს ასევე ესწრებოდა მერის მოადილე რუსუდან შავაძე. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” შუახევის მერიიდან აცნობეს.

“სამსახურების ხელმძღვანელებმა, ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

ყურადღება გამახვილდა ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობასა და მშენებლობით განსაზღვრულ ვადებში განხორციელების საკითხებზე, ჯანდაცვის მიმართულებით მიმდინარე სხვადასხვა პროგრამებზე და კულტურის სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებზე.

აღინიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, მერიის ზედამხედველობის სამსახური გაამკაცრებს კონტროლს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დაცვის მიზნით.

თათბირზე განიხილეს ასევე სხვა მიმდინარე საკითხებიც.”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები