ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და ინოვაციების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის მიზანია საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარების, განათლების სისტემასა და ბიზნესს შორის კავშირების გაზრდის, STEM განათლების, კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა.

მხარეებს შორის შეთანხმება ითვალისწინებს უნივერსიტეტის სტუდენტების და კურსდამთაბრებულების სტარტაპების, სტაჟირებისა და დასაქმების პროგრამების ერთობლივად განხორციელებას, KIU ინოვაციების ეკოსისტემის სტრატეგიის დანერგვის მიზნით თანამშრომლობას.

დღესვე GITA-ს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ უნივერსიტეტის სტუდენტებს პრეზენტაცია წარუდგინა თემაზე “ინოვაციური იდეების მხარდაჭერა საქართველოში”. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 2021-2022 აკადემიური სასწავლო წლისთვის სტუდენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. გაზაფხულზე დაგეგმილია ღია კარის დღეები.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები