ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა

ზუგდიდის მერის პირველმა მოადგილემ, გიგა ფარულავამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. გიგა ფარულავა წერს, რომ დაკავებული თანამდებობიდან პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა.

,,მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, რომელნიც კეთილსინდისიერად და დაუღალავად ემსახურებიან ჩვენი ქალაქის კეთილდღეობას და განვითარებას. მადლობა თქვენ მეგობრებო, კოლეგებო, სასიამოვნო იყო თქვენთან ერთად წლების განმავლობაში მუშაობა. მადლობა თითოეულს ვინც ჩართული იყო და არის ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესი მომავლის მშენებლობაში. მადლობა თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გაგებით მოეკიდა არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს. მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო დაკავებული თანამდებობა! მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ გეგას და ვუსურვო წარმატებები”, – წერს ფარულავა.

გიგა ფარულავა, ზუგდიდის მერიაში 2017 წლიდან მუშაობდა. ის შესყიდვების სამსახურის უფროსი იყო, ხოლო 2019 წლიდან დღემდე, მერის პირველი მოადგილე.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები