ამბროლაურის მერია: მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება იწყება. ამის შესახებ ინფორამცია მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის მერი ზვიად მხეიძე გვესაუბრა.

,,მიმდინარე წელს . ამბროლაურში სამი ცენტრალური ქუჩის კეთილმოწყობა
ხორციელდება. დასრულების ეტაპზეა კოსტავას ქუჩის რეაბილიტაცია, უახლოეს პერიოდში კი ბრატისლავარაჭის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება.
პროექტის სრული ღირებულება 4 300 000-მდე ლარს შეადგენს. სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მისი დასრულება 2022 წელს იგეგმება. პარალელურად დაიწყება მდ. კრიხულას სანაპიროს კეთილმოწყობა, სადაც დაგეგმილია რეკრეაციული ზონის მოწყობა, გასართობი სივრცეების შექმნა, ბულვარის გაკეთება და კაფებარების მშენებლობა.
ეს არის ქალაქის სამი ცენტრალური ქუჩა, რომელთა სინთეზის შედეგად ამბროლაური კიდევ უფრო გამორჩეული და მიმზიდველი ქალაქი გახდება.

მნიშვნელოვანი სამუშაოები იგეგმება სოფლების მიმართულებითაც. დასრულდა ,,სოფლის დახმარების პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები. მნიშვნელოვანია, რომ განსახორციელებელი პროექტების პრიორიტეტულობას მოსახლეობა თავად განსაზღვრავს. შესაბამისად, ეს პროგრამა ხელს უწყობს მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას მათი სოფლისთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებასა და თემის პრიორიტეტების შერჩევაში.

ჩვენი მიზანია ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელი სარგებლობდეს კეთილმოწყობილი სააავტომობილო გზით, ბუნებრივი აირითა და გამართული წყალსადენი სისტემით და ამ მიმართულებით აქტიური სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.   აღნიშნა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები