ახალციხე-ადიგენის გზაზე მომხდარ ავარიას ერთი პირი ემსხვერპლა
სოფელ ფარეხასთან ავარიის შედეგად 40 წლამდე კაცი გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ, 29 მარტს საღამოს მოხდა.
შემთხვევის შედეგად 40 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს პირი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
როგორც “რეგიონულ კვირას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.