აჭარაში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

,,ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით, საავადმყოფოებში მკურნალობს 208 პაციენტი, მძიმეა 35 მათგანის მდგომარეობა, ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა-2.
რეგიონის მასშტაბით, კლინიკურ სასტუმროებში მოთავსებულია 30 პირი, საკარანტინო სივრცეებში 16″,- ნათქვამია განცხადებაში.
აჭარაში  თვითიზოლაციაში  995 პირი რჩება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები