ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 67 დაფიქსირდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 673 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 67 დაფიქსირდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 447, საიდანაც: 1 624 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის იმერეთის კოვიდ კლინიკებში – 289 პაციენტია მოთავსებული.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 326 პირი, მათ შორის იმერეთში -76. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 68 პირი, მათგან იმერეთში – 6. 214 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 2 609 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 8 შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები