საგარეჯოში მომხდარ დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

კახეთის პოლიციამ საგარეჯოში მომხდარი დაჭრის ფაქტზე, 1982 წელს დაბადებული ო.ს. დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება და ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანება ედება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ყოფით თემაზე დაწყებული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თავის ნაცნობს, პისტოლეტიდან გასროლით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა.

პოლიციამ ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე, საგარეჯოში დააკავა.

სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით, მაკაროვის სისტემის პისტოლეტი ამოიღეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 120-ე მუხლებით მიმდინარეობს,
დანაშაულები 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები