გორის მერიამ 2021 წელს 8 სოციალური პროექტი დააფინანსა
2020 წელს გორის მერიამ თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 8 სოციალური პროექტი განახორციელა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, პროექტების დასაფინანსებლად 2021 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 242 572 ლარი გამოიყო.
“პროექტები ითვალისწინებს:
მზრუნველობას მოკლებული მოხუცების შინმოვლის სერვისებით უზრუნველყოფას;
შშმ ბავშვების დღის ცენტრით მომსახურებით უზრუნველყოფას (25 ბენეფიციარი);
მზრუნველობა მოკლებული სოციალურად დაუცველი ბავშვების საკვებითა და მედიკამენტებით უზრუნველყოფას (60 ბენეფიციარი);
0 – დან 7 წლამდე განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების კოგნიტური, მოტორული, კომუნიკაციური და ემოციური უნარების განვითარების ხეშეწყობას(60 ბენეფიციარი);
მარტოხელა და სიღარიბის ზღვარს მიღმა სხვადასხვა საჭიროების მქონე მოხუცებისშინმოვლის ხელმისაწვდომობის გაზრდას (200 ბენეფიციარი);
შინმოვლის საჭიროების მქონე მოქალაქეების შესაბამისი სერვისებით, მედიკამენტებით, ჰიგიენური საშუალებებით და საყოფაცხოვრებო მომსახურებით უზრუნველყოფას (90 ბენეფიციარი);
დევნილი და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ხანდაზმულების სოციალურ ინკლუზიას, რესოციალიზაციას და რეაბილიტაციას (70 ბენეფიციარი),
მარტოხელა სოციალურად დაუცველი მოხუცებისთვის დღის ცენტრის მომსახურებით უზრუნველყოფას (34 ბენეფიციარი);
კატასტროფების პერიოდში სხვადასხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფების მომზადებას, მათი ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში ჩართვის უზრუნველყოფას;
სოციალური პროექტების თანადაფინანსებისპროგრამით ფინანსდება ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც თავისი პროექტების განხორციელებითხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტისმოსახლეობის სოციალური მდგომარეობისგაუმჯობესებას.
პროგრამაში ჩართვის მსურველებმა განცხადებითუნდა მიმართონ გორის მუნიციპალიტეტის მერიას, წარმოადგინონ პროექტი და მოითხოვონთანადაფინანსება. განაცხადი განიხილება დაგადაწყვეტილება მიიღება პროგრამითგათვალისწინებული კრიტერიუმების მიხედვით.
იხილეთ პროგრამის ბმული – http://gori.gov.ge/sastsavlo-programebi/socialuri-proeqtebis-tanadafinanseba“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.