დავით ნოზაძე სოფელ ძეგვის, სასხორის, ქვემო და ზემო ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა
მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი კაპანაძესთან ერთად სოფელ ძეგვის, სასხორის, ქვემო და ზემო ნიჩბისის მოსახლეობას შეხვდა.
მხარის პირველი პირის განცხადებით, მოქალაქეებთან შეხვედრები მისი პრიორიტეტია და მოსახლეობასთან კომუნიკაციას რეგიონის მასშტაბით, ინტენსიურ რეჟიმში გააგრძელებს.
მიმდინარე წელს სოფელ სასხორში იგეგმება ჭაბურღილის მოწყობა, რომელიც სასხორს და ახალ ნიჩბისს სასმელი წყლის პრობლემას მოუგვარებს.
ქვემო ნიჩბისში, მოსახლეობამ სოფლის პროგრამის ფარგლებში სკვერის მოწყობა გადაწყვიტა, ასევე იგეგმება შიდასაუბნო გზების მოხრეშვა.
„აღნიშნულ სოფლებში ძირითადი ინფრასტრუქტურული პრობლემები მოგვარებულია, თუმცა გამოწვევები მაინც რჩება. სწორედ ამ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე ვისაუბრე მოსახლეობასთან დღევანდელ შეხვედრებზე,”- განაცხადა დავით ნოზაძემ.