გოგი წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა – ის საავადმყოფოში გადაიყვანეს
გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ინფორმაციას წულაიას
ადვოკატი, ვალერი გელბახიანი ადასტურებს.
მისი თქმით, წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
შეგახსენებთ, გოგი წულაია 17 მარტს დააკავეს, მის წინააღმდეგ საქმე 138-ე მუხლით აღიძრა. სასამართლომ მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წულაია პროტესტის ნიშნად არც საკვებს და არც მედიკამენტებს იღებდა.