ონის მერმა სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეხვედრა გამართა
ონის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ჩიკვაიძემ სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდა რაჭა ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს წარმომადგენელი ონის მუნიციპალიტეტში. შეხვედრის დასაწყისში დავით ჩიკვაიძემ თანამშრომლებს გააცნო დაგეგმილი პროექტები, რომელიც ონის მუნიციპალიტეტში უნდა განხორციელდეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალაქ ონში ირინე სხირტლაძისა და ახალშენის ქუჩების სახელდების შეცვლის და 31 მარტს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით საორგანიზაციო საკითხს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის ქუჩის სახელდებასთან დაკავშირებით.
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში არსებულ სოციალურ – ეკომომიკურ მდგომარეობას, ასევე განიხილეს მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში შეხვედრების მიმდინარეობა ადმინისტრაციულ ერთეულებში და სხვა აქტულური საკითხები.
სამსახურების ხელმძღვანელებმა, ისაუბრეს მიმდინარე სიახლეების შესახებ და წარმოადგინეს ინფორმაცია უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქტივობების შესახებ.