ჩხოროწყუში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება – ხამუბეში გზის მოასფალტება მიმდინარეობს
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ჟუღუს უბანში, 5–კილომეტრიან საავტომობილო გზაზე ასფალტის საფარი იგება.
ჩხოროწყუს მერიის ინფორმაციით, სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.
პროექტის ბიუჯეტი 1 285 000 ლარს შეადგენს.
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა და საკრებულოს თავმჯდომარე კობა ჯიქია მოადგილეებთან ერთად გაეცნენ.
“ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში საგზაოინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად გრძელდება. გზები იგება ისეთ სოფლებსა და უბნებში, სადაცასფალტირებული გზა არასდროს ყოფილა. გამართულიინფრასტრუქტურა, უსაფრთხო და მოწესრიგებული გზებიმნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი მოსახლეობისპირობების გაუმჯობესების კუთხით. ყველა სოფელსა დაუბანში ეტაპობრივად მოეწყობა გზები“ – განაცხადა დათო გოგუამ.