სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექთნის გარდაცვალების საქმეზე კვლევები ჯერ არ დასრულებულა

გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის საქმესთან დაკავშირებით ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში სხვადასხვა სახის კვლევები ამ დრომდე მიმდინარეობს, რომელიც არ დასრულებულა, შესაბამისად შემაჯამებელი დოკუმენტი დასკვნის სახით ჯერ მზად არ არის.

ამის შესახებ ინფორმაციას სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები.

„ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები აკეთებენ მაქსიმუმს, რომ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გასცენ ყველა დასმულ კითხვებს ზუსტი, კვალიფიციური და ამომწურავი პასუხები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები