ხელვაჩაურის საბავშვო ბაღში თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ხელვაჩაურის მეორე საჯარო ბაღში კორონავირუსი დაფიქსირდა. ვირუსი ბაღის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა.
ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ შაბათ-კვირას გეგმიური ტესტირება ჩატარდა, რომლის დროს ერთ თანამშრომელს ვირუსი დაუდასტურდა.
,, საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეკომენდაციით, ბაღი დღეიდან 12 დღით დაიხურა და პერსონალი გადავიდა იზოლაციაში.
მშობლებს მიეწოდა ინფორმაცია და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში, გაიცა შესაბამისი რეკომენდაციებიც. საბავშო ბაღში კი ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები”,-ნათქვამია განცხადებაში.
აჭარაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირისის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა – 15 პაციენტი, დღემდე გამოჯანმრთელებულია 36 031 პირი.
მკურნალობას გადის 159 ინფიცირებული, მათ შორის კრიტიკულად იმყოფება
1 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები