სისხლიანი გარჩევა საგარეჯოში – დაჭრილია ახალგაზრდა მამაკაცი

საგარეჯოში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი პირი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით,
კონფლიქტის ერთ-ერთმა მონაწილემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ახალგაზრდა კაცი კიდურების არეში დაჭრა.

თავდაპირველად, დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საგარეჯოს “ჯეო ჰოსპიტალსის” კლინიკაში მოათავსა, სადაც მას შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, დღეს დილით კი დაჭრილი თბილისში, ალადაშვილის კლინიკაში რეანომობილით გადაიყვანეს.
მედიკოსების თქმით, პაციენტის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სსკ- ის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები