ცაგერში დამეწყრილი მონაკვეთები რწმუნებულმა და მაჟორიტარმა მოინახულეს
რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, პარლამენტის წევრმა გოჩა ენუქიძემ, სახელმწიფო რწმუნებულთან პარმენ მარგველიძესთან და ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ცაგერის მუნიციპალიტეტში ორ ლოკაციაზე-ლაილაში-ღუსა და ლაჯანის გზაზე დამეწყრილი მონაკვეთები ადგილზე მოინახულა. ინფორმაციას მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო აავრცელებს მათივე განცხადებით, ამ დრომდე, სტიქიის ზონაში, მობილიზებულია და მუდმივ მზადყოფნაში რჩება საგზაო ტექნიკა, რომელიც პერიოდულად ჩამოშლილი მიწის მასისგან გზის სავალ ნაწილებს ასუფთავებს.
„ სოფელი ღუს მოსახლეობასთან მუდმივ კომუნაკაციაში ვიმყოფებით , საჭიროების მიხედვით პირველადი მოხმარების პროდუქტებსა თუ მედიკამენტებს ვაწვდით,
ამასთან, ალტერნატიული გზის მშნებლობაზე ვმუშაობთ, რაც ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფლად გადაადგილების საშუალებას მისცემს“,-აცხადებს გოჩა ენუქიძე.
ცაგერის მუნიციპალიტეტში, უხვმა ნალექმა მეწყერსაშიში პროცესები გაააქტიურა, რის შედეგადაც ორ მონაკვეთზე ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე და ლაჯანა ქუთაისის გზის მერვე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა და ცენტრალური გზის მაგისტრალები მაგისტრალი (ქუთაისი-ცაგერი-ამბროლაური) გადაკეტა. ლაჯანის მონაკვეთი უკვე გახსნილია, ხოლო ლაილაშში შემოვლითი გზის შეკეთება ამ დრომდე მიმდინარეობს-აცხადებენ დეპუტატის ბიუროში.