სოფელ ჩუმლაყში მკვლელობასა და სამი ადამიანი დაჭრის ფაქტზე, დაკავებულებს,პატიმრობა შეეფარდათ.
მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და აღკვეთი ღონისძიების სახით ორივე ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა.
პროცესზე დაცვის მხარე დაკავებულების მიმართ გირაოს 5 ათასი ლარის ალექსანდრე ტურიაშვილისთვის, ხოლო 10 ათასი ლარის და ელექტრონული სამაჯურის გამოყენებას ჯუანშერ ტურიაშვილისთვის ითხოვდა, თუმცა ადვოკატის შუამდგომლობას მოსამართლე, გრიგოლ ვატიტაძე არ დაეთანხმა.
ჯუანშერ ტურიაშვილი ჩადენილ დანაშაულს ნაწილობრივ აღიარებს, ხოლო ალექსანდრე ტურიაშვილი ბრალს არ ეთანხმება.
გამოძიება ალექსანდრე ტურიაშვილის განსაკუთრებულით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას , ჯუანშერ ტურიაშვილს კი მკვლელობასა და სამი ადამიანის დაჭრას ედავება.
მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარე წლის 18 მაისს ჩაინიშნა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 25 მარტს მომხდარი მკვლელობა, შემთხვევიდან მეორე დღეს გახსნა.
განზრახ მკვლელობის და სამი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის, ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.