ხობში მცხოვრებ თოთხმეტ პირს ეტლები გადაეცა
ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მცხოვრებ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ხობის მერიიდან აცნობწს.
“საერთაშორისო ასოციაციის„საქართველოს ქალები მშვიდობისა დასიცოცხლისათვის“ თავმჯდომარემ მაია კვეზერელმა და ბუღალტერმა ნონა სოსანაშვილმა საჩუქარი 14 მოქალაქეს გადასცეს, ხოლო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთის“ წარმომადგენელმა 5 სოციალურად დაუცველ ეტლითმოსარგებლეს სურსათის კალათა. ეტლების გადაცემის პროცესს, მაჟორიტარ დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სამეგრელო–ზემო–სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გაეცნენ. საერთაშორისო ასოციაცია ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“, რომელიც 28 წელზე მეტია არსებობს და აერთიანებს სახელოვან, ღვაწლმოსილ ქალბატონებს, მრავალ პროექტს ახორციელებს სამშვიდობო, განათლების, ჯანმრთელობის, სოციალური და ჰუმანიტარული დახმარების სფეროში, მათ შორისაა შშმ პირთათვის დახმარების აღმოჩენა. 2020 წელს საერთაშორისო ასოციაციამ ეტლები ხობის მუნიციპალიტეტში 7 მოქალაქეს გადასცა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.