გურიაში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, გურიის რეგიონში კორონავირუსის 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Stopcov.ge ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 25934 კვლევა ტესტით, მათ შორის 15926 კვლევა ანტიგენის ტესტით და 10008 PCR ტესტით.
28 მარტის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ინფიცირების 365 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 280301 -ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 415 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 272219 – მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3751 პირი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები