რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კოვიდ-19 კიდევ 6 ადამიანი დაინფიცირდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან 6 რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მაცხოვრებელია. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელთა განცხადებით, დადასტურებული შემთხვევები ცაგერის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
„ ბოლო 24 საათის მანძილზე, ცაგერის მუნიციპალიტეტში დაინფიცირებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა. აქედან 3 თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, სამი კი სრულიად ახალი შემთხვევაა“,-აცხადებს „რეგიონულ კვირასთან“ ცაგერის ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი თეა გურგუჩიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 365-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 280.301-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 272.219 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 415), გარდაიცვალა – 3.751 (ბოლო 24 საათში – 5), კარანტინის რეჟიმშია 301, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.605 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 203 ადამიანი იმყოფება.