ქვემო ქართლში კოვიდინფიცირებულთა რიცხვი 8-ით გაიზარდა

ქვემო ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ ვებგვერდზე Stopcov.ge გაავრცელა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 365 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 183 შემთხვევა, აჭარა – 27, იმერეთი – 37, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 39, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 30, კახეთი – 6, მცხეთა-მთიანეთი – 5, სამცხე-ჯავახეთი – 3, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 6”, – ნათქვამია განცხადებაში.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები