საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკა და ვიზალიბერალიზაცია – ონის მერიაში შეხვედრა გაიმართა
ონის მუნიციპალიტეტის მერიაში, სსიპ ნატოს და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, ონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის, უჩა ჯაფარიძის სახელობის სამხატვრო სკოლის, ონის ბავშვთა და მოზარდთა სასპორტო სკოლის კომპლექსის თანამშრომლებთან, ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.
მათი ცნობით, შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის რეგიონული ბიუროს წარმომადგენელმა თამარ გოგოლაძემ მონაწილეებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიკაზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე და იმ შესაძლებლობებზე მიაწოდა ინფორმაცია, რაც საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ივიზო მიმოსვლას უხსნის.
“შეხვედრა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – “დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა რეგიონებში” ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანია დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირებულობის დონის ამაღლება და აღნიშნულ პროცესებში მოქალაქეების მეტი ჩართულობა”, -ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.