ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს 6 მანქანა შეეჯახა

ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს 6 ავტომობილი შეეჯახა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანა. მედიკოსების თქმით, 4 დაშავებულიდან ერთი უკვე გაეწერა. დანარჩენი 3 პირი კი სხვადასხვა დაზიანებით კლინიკაში მკურნალობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები