რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში გამოვლენილი კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევიდან 3 ცაგერის მერიის თანამშრომელია
საქართველოში ახალი კორონავირუსით 490 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში -7. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის სპეციალისტთა განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მხარეში შვიდივე ახალი ინფიცირება ცაგერის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.
როგორც ცაგერის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში „რეგიონულ კვირას“ განუცხადეს, 7 დაინფიცირებულიდან 3 ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელია, ერთი სასწრაფო დახმარების მედდა, 3 კი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 490-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 279.936-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 271.804 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 219), გარდაიცვალა – 3.746 (ბოლო 24 საათში – 8), კარანტინის რეჟიმშია 301, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 1.589 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 192 ადამიანი იმყოფება.
იმერეთი – 69, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41, აჭარა – 36, შიდა ქართლი – 26, ქვემო ქართლი – 22, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი – 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.