გოჩა გიორგაძის თქმით, იმერეთში ვაქცინაციის რიგში 1200-ზე მეტი ადამიანია
იმერეთში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 298 ადამიანი აიცრა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ვაქცინაციის შემდეგ, რაიმე გართულება არ დაფიქსირებულა.
იმერეთში, ამ ეტაპზე, 1 200-ზე მეტი ადამიანია რეგისტრირებული და იმუნიზაციის პროცესი გრძელდება.
რაც შეეხება „ფაიზერს“, ვაქცინის პირველი დოზები რეგიონში ორშაბათს შევა და იმუნიზაციის პროცესი დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში დაიწყება. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე მოსახლეობას აქტიურობისკენ მოუწოდებს, რადგან არსებული ვაქცინები სრულიად უსაფრთხოა.