ეპიდვითარება რეგიონებში – როგორია 27 მარტის სტატისტიკა

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი, 256 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 490 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 256 შემთხვევა, აჭარა – 36, იმერეთი – 69, ქვემო ქართლი – 22, შიდა ქართლი – 26, გურია – 6, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 41, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 360, საიდანაც: 1 589 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 800, აჭარაში – 178, იმერეთში – 285.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 279 936 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 271 804, გარდაიცვალა 3746 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები