სენაკში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი გარდაიცვალა
სენაკში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებულთაგან ერთ-ერთი, 70 წლამდე მამაკაცი ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ინფორმაციას გარდაცვლილი მამაკაცის ახლობელი ადასტურებს. რაც შეეხება სხვა დაშავებულებს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, დღეს მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა, რა დროსაც ხუთი ადამიანი დაშავდა. შსს-მ გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.